გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და გერმანიის პოტსდამის უნივერტსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და გერმანიის პოტსდამის უნივერტსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ფარგლებში საჯარო მმართველობის პროგრამაზე უკვე არსებული აკადემიური კავშირების საფუძველზე, ორივე მხარე დათანხმდა თანამშრომლობას ქათულ-გერმანული ერთობლივი პროგრამის განხორციელებაზე. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა და პოტსდამის უნივერტსიტეტის ეკონომიკისა და სოციალურ მეცნირერებათა ფაკულტეტი, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში განახორციელებენ \"საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის\" ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მაგისტრანტები მესამე და მეოთხე სემესტრის გასავლელად გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და მენეჯმენტის ცენტრში გაემგზავრებიან. სწავლის დასრულების შემდეგ ისინი ორმაგ, გრიგოლ რობაქიძისა და პოტსდამის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მიიღებენ. სწავლების ენაა ინგლისურ - ქართული.

 

გარდა ამისა შედგა შეთანხმება სამეცნიერო და აკადემიურ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი საჯარო ადმინისტრირების კუთხით.