ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

2015 წლის, 29 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. სტუდენტები დაესწრნენ იურიდიული კომიტეტის სხდომას და შეხვდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს თამარ კორძაიას და კომიტეტის აპარატის უფროსს ზურაბ დეკანოიძეს.

 

შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გახსნა. მან კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, კომიტეტის მუშაობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კორძაიამ სტუდენტებს დეტალურად გააცნო პარლამენტში კანონპროექტების განხილვის პროცედურა და ისაუბრა კანონშემოქმედებით პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობასა და მნიშვნელობაზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ზურაბ დეკანოიძე სტუდენტებს ესაუბრა კომიტეტის აპარატის ძირითადი ამოცანებზე, ფუნქციებზე, უფლებებსა და ორგანიზაციულ საკითხებზე.

 

ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. შეკითხვები შეეხებოდა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის სისტემასა და საჯარო სამსახურში დაგეგმილ რეფორმებს და სხვა საკითხებს.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის მოეწყო საექსკურსიო ტური, რომლის დროსაც ისინი გაეცნენ პარლამენტის სტრუქტურას.