გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და მედიაციის ცენტრების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, 12:00 საათზე, გრუნის კურსდამთავრებულთათვის გაიმართება პრაქტიკული და ინტერაქტიული ტრენინგი: „ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკება, მედიაცია და ლიდერობა“.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება:
- მედიაციის ძირითადი პრინციპები;
- მოლაპარაკების წარმართვის ეფექტური სტრატეგია;
- კონფლიქტების მართვისა და მედიაციის პრაქტიკული მიდგომები;
- გუნდური მუშაობისა და ლიდერობის კომპეტენციები.
ტრენინგს გაუძღვება ნინა გერსამია - ლიცენზირებული ტრენერი, აკრედიტებული მედიატორი და გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი.
ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცემა EEDR-Mediation Center-ისა და გრუნის ერთობლივი სერტიფიკატი.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/6z7CPCDhNqfRTPPs8
ტრენინგი გაიმართება 109-ე აუდიტორიაში.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა