საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისი, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს განაცხადების მიღებას უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (University Capacity Building Program – UCBP) ახალ ეტაპზე.
პროგრამის მიზანია საქართველოში სამართლებრივი განათლების განვითარებისა და აკადემიური სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმაონ ცოდნა და გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:
- სამართლისა და ტექნოლოგიების ინტეგრაცია;
- ლეგალტექი (LegalTech);
- ინოვაციური სწავლების მეთოდები;
- სუპერინტელექტი (SI) და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები.
პროგრამა ითვალისწინებს:
- 2027 წლის მაის–ივნისში აშშ-ში სრულად დაფინანსებულ 10-დღიან სასწავლო ვიზიტს;
- აშშ-ის უნივერსიტეტის პროფესორის ხუთდღიან საპასუხო ვიზიტს საქართველოში, რომელიც 2027 წლის დეკემბრამდე განხორციელდება.
მონაწილეობის პირობები:
პროგრამაში განაცხადის წარდგენა შეუძლიათ სამართლის მოქმედ პროფესორებსა და მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- აქვთ უმაღლესი განათლების დაწესებულებაში სწავლების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- ფლობენ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
- აქვთ სუპერინტელექტის (SI) ინსტრუმენტებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ნოემბერი.
განაცხადი ივსება ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: https://ais.americancouncils.org/ucbp
შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ინგლისურ ენაზე.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა