2026 წლის 10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: ატრიუმში გამოიფინება ბოლო 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის სახელით გამოცემული სამეცნიერო შრომები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ კრიმინალისტიკის ლაბორატორია, გაიმართება პროფესორ დემურ გიორხელიძის წიგნის - „თამაშების თეორია ეკონომისტებისათვის“, პრეზენტაცია, რომელიც თანამედროვე უმაღლესი ეკონომიკის სრულად წარმოდგენის პროექტის ფარგლებში გამოცემული ერთ-ერთი სახელმძღვანელოა. ახლო მომავალში გრუნის სახელით გამოიცემა ამ ციკლის კიდევ ოთხი წიგნი. პრეზენტაციაზე ავტორი ისაუბრებს თანამედროვე მაკროეკონომიკის უახლესი ტენდენციებისა და სასწავლო პროგრამებში მათი ინტეგრირების საკითხების შესახებ.
დასწრება თავისუფალია.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა