2026 წლის 20 ივლისს, 11:00 საათზე, "ჰორიზონტი ევროპას" ეროვნული ოფისი გრუნის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელებს სთავაზობს ონლაინშეხვედრას.
განიხილება ის პროექტები და დაფინანსების სქემები, რომლებშიც შეიძლება ჩაერთონ დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები.
შეხვედრა, ასევე, ემსახურება კვლევის ინტერნაციონალიზაციის სფეროში არსებული მდგომარეობის განხილვას და იმ მხარდამჭერ მექანიზმებზე შეთანხმებას, რასაც „ჰორიზონტი ევროპა" სთავაზობს უნივერსიტეტებს.
მომხსენებლები:
ლევან ხეცურიანი - "ჰორიზონტი ევროპა" ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი;
თეონა მაისურაძე - ეროვნული საკონტაქტო პირი მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების მიმართულებით.
შეხვედრის ხანგრძლივობა 1 (ერთი) საათი.
შეხვედრის ბმული:
https://teams.microsoft.com/meet/46842263807370?p=Fxce0c1OqemVdiPubt
გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა