იტვირთება...
კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2026 წლის 17 ივნისიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ - პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის, სტომატოლოგიის სკოლებში საგანმანათლებლო - სამეცნიერო პროგრამის განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

  1. საჯარო მმართველობა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

  1. პედაგოგიკა - ერთი საშტატო
  2. ქართული კულტურა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. კლინიკური ფსიქოლოგია პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  4. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  5. კოგნიტური ფსიქოლოგია ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული

 

სამართლის სკოლა:

  1. კრიმინოლოგია პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. საერთაშორისო და საკონსტიტუციო სამართალი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. საერთაშორისო საჯარო სამართალი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა:

  1. ფინანსური მენეჯმენტი პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  2. ოპერაციათა მენეჯმენტი ასისტენტ - პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. მასპინძლობის მენეჯმენტი/ტურიზმი ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  4. საგადასახადო საქმე ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული ასისტენტ - პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  5. სტრატეგიული მენეჯმენტი ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  6. ციფრული მარკეტინგი პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  7. ელექტრონული კომერცია ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  8. მომსახურების მარკეტინგი ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  9. კონტენტმარკეტინგი ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  10. B2Bმარკეტინგი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული ასისტენტ - პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  11. საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ასისტენტ - პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  12. მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი ასისტენტ - პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  13. მენეჯმენტი ასისტენტ - პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  14. ფინანსები ასისტენტ - პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  15. ინფორმაციული ტექნოლოგიები ასისტენტ - პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ციფრული მარკეტინგის ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები:

  1. ციფრული მარკეტინგი პროფესორი - სამი საშტატო ერთეული
  2. ელექტრონული კომერცია ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  3. კონტენტმარკეტინგი ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  4. საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ასისტენტ - პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  5. მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი ასისტენტ - პროფესორი - ორი საშტატო ერთეული

 

კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა:

  1. კიბერუსაფრთხოება პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული;
  2. კომპიუტერული მეცნიერებები პროფესორი - სამი საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორი - სამი საშტატო ერთეული

 

სტომატოლოგიის სკოლა:

  1. სამედიცინო ბიოფიზიკა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ბათუმის წარმომადგენლობა:

სამართლის სკოლა:

  1. საჯარო სამართალი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. კერძო სამართალი ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა:

  1. საჯარო მმართველობა ასისტენტ - პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა:

  1. მენეჯმენტი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

  1. კულტუროლოგია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. აკადემიური წერა, კრიტიკული აზროვნება ასისტენტ - პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. საქართველოს და ცივილიზაციის ისტორია ასისტენტ - პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

 

  1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით,
  2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით,
  3. ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით,
  4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ - პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით.

პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები : პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად - პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ - პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი,რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების, საჯარო ლექციის ჩატარების საფუძველზე.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ - პროფესორის, ასისტენტის კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:

  • სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
  • სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი) ;
  • დოქტორანტის ხელმძღვანელობა/ რეცენზენტობა;
  • ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია(პროგრამის ხელმძღვანელობა, მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა/ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობა (მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე სამეცნიერო მოხსენების მოსამზადებლად); აკადემიური საბჭოს წევრობა, სადისერტაციო საბჭოს/კომისიის წევრობა და სხვ.);
  • პროფესიული განვითარება(ტრენინგები, სემინარები...);
  • საგრანტო კვლევითი პროექტი
  • მონოგრაფია/სახელმძღვანელო/სამეცნიერო სტატია (ადგილობრივ ან/და საერთაშორისო გამოცემებში);
  • ციტირების ინდექსი
  • საერთაშორისო ან/და ადგილობრივ აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო ან/და ადგილობრივი აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
  • სახელისუფლებო/არასამთავრობო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა

კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ .

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ - პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე;

დ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია), CV - ში შეტანილი ინფორმაციის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;

ე) ორი ფოტოსურათი;

ვ) განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია გრანტის გამცემის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) სამსახურებრივი (პროფესიული) გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა და სხვა)

ლ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

მ) ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით

ნ) საჯარო მოსამსახურემ უნდა წარმოადგინოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობა

 

თანდართული ფაილები:

 

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2026 წლის 19 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით

შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 31 ივლისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.gruni.edu.ge

შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ.აღმაშენელის ხეივანი №64) მისი გამოქვეყნებიდან ხუთი დღის ფარგლებში.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსის მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ - კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე. შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი , მე - 13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3 ; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; nana.kubaneishvili@gruni.edu.ge

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ - გვერდზე www.gruni.edu.ge