იტვირთება...
სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია გრუნიში

2026 წლის 25 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ინიციატივით, გაიმართება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია „ახალგაზრდული პოლიტიკა: გამოწვევები, შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები“.

კონფერენციის მიზანია ახალგაზრდების როლის, საჭიროებებისა და განვითარების თანამედროვე ტენდენციების კვლევა, სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენელთა შორის აკადემიური დიალოგის გაღრმავება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გრუნის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.


 საკონფერენციო მიმართულებები:

1.      საჯარო მმართველობა და პოლიტიკა:

• ახალგაზრდული პოლიტიკის თანამედროვე მოდელები;
• ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• ახალგაზრდული ორგანიზაციები და სამოქალაქო ჩართულობა;
• ადგილობრივი თვითმმართველობა და ახალგაზრდები;
• ციფრული მმართველობა და ახალგაზრდების პოლიტიკური აქტივობა;
• ახალგაზრდული პოლიტიკის საერთაშორისო გამოცდილება.

2.      ბიზნესი და ეკონომიკა

• ახალგაზრდული დასაქმების გამოწვევები;
• ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობები;
• სტარტაპები და ინოვაციები;
• ფინანსური განათლება და ახალგაზრდები;
• შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციები;
• ეკონომიკური ფაქტორების გავლენა ახალგაზრდების განვითარებაზე.

3.      სამართალი

• ახალგაზრდების უფლებრივი მდგომარეობა;
• ადამიანის უფლებები და ახალგაზრდობა;
• შრომითი უფლებები და ახალგაზრდები;
• კიბერუსაფრთხოება და სამართლებრივი რეგულაციები;
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები;
• ახალგაზრდული პოლიტიკის სამართლებრივი საფუძვლები.

4.      ფსიქოლოგია

• ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები;
• სოციალური მედიის გავლენა ახალგაზრდებზე;
• პროფესიული თვითიდენტიფიკაცია და კარიერული განვითარება;
• მოტივაცია, ლიდერობა და ახალგაზრდობა;
• სტრესი და ემოციური კეთილდღეობა;
• ინკლუზიური გარემო და ახალგაზრდების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა.

5.      ჯანდაცვა


• ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხელშეწყობა;
• ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
• პრევენციული მედიცინა და ახალგაზრდები;
• ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები;
• საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევები ახალგაზრდებში;
• ციფრული ტექნოლოგიების როლი ჯანმრთელობის მართვაში.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• აბსტრაქტი (250–300 სიტყვა)

მნიშვნელოვანი თარიღები:
• აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა – 19.06.2026
• მონაწილეთა დადასტურება – 12.06.2026
• კონფერენციის ჩატარება – 25 ივნისი, 2026 წელი

კონფერენციის შედეგები:
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო ნაშრომები რეკომენდებული იქნება უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოცემაში ან საკონფერენციო კრებულში გამოსაქვეყნებლად.

დაინტერესეულმა სტუდენტებმა გთხოვთ შეავსოთ კითხვარი: კითხვარი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ნინო მერაბიშვილს
nino.merabishvili@gruni.edu.ge
555 350 833