გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი.
კონკურსის მიზანია გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას, ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას, წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის.
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის/მოწვევის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქეს, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი;
- კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
- საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;
კონკურსზე პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 8 ივნისის 18:00 საათი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, პროექტის წარდგენისთვის საჭირო დანართები და მასალები შესაძლებელია იხილოთ ფონდის ვებგვერდზე.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა