მიმდინარე წლის 29 მაისს, 15:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის 109-ე აუდიტორიაში გაიმართება პროექტის - „გამოჩენილი და ცნობილი უცხოელი მიგრანტები საქართველოში - ინტერაქციული რუკა“ - პრეზენტაცია.
პროექტი მომზადდა გრუნის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის მიერ, მის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტები, ასოცირებული პროფესორის - მაკა ფირანაშვილის, ხელმძღვანელობით.
პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები მიგრანტების მიერ დატოვებული კულტურული და ისტორიული კვალის წარმოჩენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კვლევა, სტუდენტების მიერ შექმნილი ინტერაქციული რუკა და მონაცემთა სპეციალური ბაზა, რომელიც ქვეყნის ისტორიის აქამდე უცნობ გვერდებს გვიხსნის. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი უფრო მასშტაბური კვლევითი და ტურისტული ინიციატივის მხოლოდ პირველი ეტაპია.
შეხვედრის მონაწილეები:
- გაეცნობიან პროექტის მეთოდოლოგიას;
- შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს მონაცემთა ბაზების მართვასა და ინტერაქციულ კარტოგრაფიაში;
- გახდებიან პროექტის შემდეგი ეტაპების განვითარების ნაწილი და შეიტანენ საკუთარ წვლილს მის სრულყოფაში.
უნივერსიტეტი ელოდება ყველას, ვისაც აინტერესებს ისტორია, ტურიზმი და მიგრაციის კვლევები!

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა