2025 წლის 20-21 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში გაიმართება XIV ევრაზიის მულტიდისციპლინური ფორუმი (EMF 2025), რომელიც, ერთობლივად, ორგანიზებულია გრუნისა და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ.
EMF აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, პროფესიონალებს ევრაზიის სხვადასხვა ქვეყნიდან და იძლევა ინტერდისციპლინური თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და კვლევითი გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას შემდეგ სფეროებში:
- სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სამართალი და საჯარო პოლიტიკა;
- ბიზნესი და ეკონომიკა;
- განათლება და კომუნიკაცია;
- ჯანდაცვა და გარემოს დაცვა.
ფორუმის მონაწილეები ჩაერთვებიან ძირითად მოხსენებებში, პანელურ დისკუსიებსა და პარალელურ სესიებში, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა დისციპლინაში თანამედროვე გამოწვევებისა და ტენდენციების უკეთ გააზრებას.
სამეცნიერო მოხსენებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 სექტემბერი.
მოხსენებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: international@gruni.edu.ge