იტვირთება...
საგრანტო კონკურსი: „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საგრანტო კონკურსი: „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსს - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“.

კონკურსის აბრევიატურა - BS

 

კონკურსის მიზანი:

ა) ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს;

ბ) შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგით (SRIA) გათვალისწინებული მიზნების შესრულება;

გ) შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარება და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელება (დისემინაცია);

დ) სხვადასხვა თაობის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება;

ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის წახალისება;

ვ) შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევებში ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვა;

ზ) სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi/fondi-atskhadebs-2025-tslis-shavi-zghvisa-da-zghvispira-regionis-kvlevebis-sagranto-konkurss-shavi-zghvis-lurdji-ganvitareba