შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის „Rustaveli-DAAD“ - ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლისთვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) - სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;
ბ) დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე;
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე :