საფრანგეთის საელჩოს და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენლები - სტუმრად გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საფრანგეთის საელჩოს და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენლები - სტუმრად გრუნიში

2024 წლის 30 იანვარს, 11:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ეწვევიან: საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე - ლიზა ბარიე, ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში - ქეთევან ქურციკიძე, სააგენტო Campus France - ის წარმომადგენელი - ნათია მსხალაძე, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს რეგიონალური დირექტორი - ლორ კასტინი და საქართველოს ოფისის დირექტორი - თამარ ღარიბაშვილი.

 

გაიმართება უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლის მიერ მოპოვებული გრანტით გადაღებული ფილმის ჩვენება, შემდეგ კი გრუნის საფრანგეთის ალუმნი სტუდენტები საპატიო სტუმრებს გაუზიარებენ საზღვარგარეთ მიღებულ გამოცდილებას.