გრუნი ჯიტას უმასპინძლებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი ჯიტას უმასპინძლებს

21 ნოემბერს, 14:00 საათზე, გრუნი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლებს უმასპინძლებს. შეხვედრაზე ბიზნესისა და მართვის სკოლის 12 სტუდენტი ჯიტას პროექტის -UNI4VERSE, ფარგლებში წარადგენს პრეზენტაციას „მწვანე ეკონომიკის“ თემატიკაზე.

 

გრუნის სტუდენტები 3 გუნდად წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, მათგან საუკეთესო იდეის მქონე გუნდი უნივერსიტეტთაშორის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და 18 ქართული უნივერსიტეტის გამარჯვებულ სტუდენტებს შეეჯიბრება.

 

წელს გრუნისა და ჯიტას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტში „სტარტაპ აქსელერაციის“ ცენტრი დაფუძნდა. სწორედ აღნიშნული ცენტრის ინიციატივით მიმდინარეობს იდეების მომზადება და კონკურსის - „UNI4VERSE“, პირობებზე მორგება.