საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ძუძუს კიბოს შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ძუძუს კიბოს შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, ონკოპაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯია“ და „ჰოუფი“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების შესახებ.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სკრინინგის როლი და მნიშვნელობა, კიბოს დიაგნოზის ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, პაციენტთა ადვოკატირების როლი და მნიშვნელობა.

 

შეხვედრა ჩატარდება კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ.