ა (ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო აცხადებს კონკურსს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ა (ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო აცხადებს კონკურსს

ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო  აცხადებს კონკურსს პროფესიულ განათლებაში საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შემუშავება-განხორციელების მიზნით.

 

კონკურსის მიზნები:

** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერება და პოპულარიზაცია;

** კურსის მონაწილეებისთვის სხვადასხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარება არაფორმალური საგანმანათლებლო რესურსების მეშვეობით, მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა და სტუდენტურ და აკადემიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა;

** კურსის მონაწილეებისთვის მრავალფეროვანი სწავლების მეთოდებისა და სასწავლო რესურსის შეთავაზება;

** პროფესიულ განათლებაში არაფორმალური განათლებისა და სტუდენტური სერვისების განვითარება;

** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, არაფორმალურ საგანმანათლებლო კურსებში სტუდენტის არმქონე სტატუსის პირების მონაწილეობა და თემის სხვა წევრების ჩართულობა, რაც, თავის მხრივ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს;

** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვის გზით ჯანსაღი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:

** საგანმანათლებლო კურსის შესახებ განაცხადი შეიძლება წარმოადგინოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებამ (საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული), რომელიც ადმინისტრირებასა და ფასილიტაციას გაუწევს არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის შექმნისა და განხორციელების პროცესს.

** კურსის განმახორციელებელი შესაძლოა იყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი/ტრენერი ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირებული ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო კურსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.

** კურსის განმახორციელებელ პირს სასურველია ჰქონდეს არაფორმალური განათლების მიმართულებით გამოცდილება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

 https://projects.org.ge/view_grant.php?id=1797