საერთაშორისო კონგრესი ბათუმის წარმომადგენლობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო კონგრესი ბათუმის წარმომადგენლობაში

7 და 8 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართება მე-15 საერთაშორისო კონგრესი: “CUDES 2024: 15th International Congress on Current Debates in Social Sciences“. მასპინძელი უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს კონფერენციის, დებატების, დისკუსიების ჩატარებასა და საერთაშორისო დონეზე კონგრესის მონაწილეთა მიღებას.

 

 CUDES-ი არის პლატფორმა მეცნიერებისთვის, მკვლევრებისა და სტუდენტებისათვის, რათა ჩაერთონ მნიშვნელოვან დისკურსში სოციალური მეცნიერებების თანამედროვე საკითხების განსახილველად.

 

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ სახელისუფლებო, საგანამანათლებლო, აკადემიური/სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდა მკვლევრები, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ: მექსიკის, ჩეხეთის, თურქეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ კვიპროსის, ლონდონის, გერმანიის, ბულგარეთის, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა უნივერსიტეტები.

 

კონგრესის შესახებ ინფორმაციის დეტალურად გაცნობა და რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე მ http://currentdebates.org/

 

კონფერენციის მთავარი პროგრამა მოიცავს 32 თემატურ მიმართულებას და შედგება პლენარული/ძირითადი სესიების, დისკუსია/დებატებისა და სამუშაო ფორმატისგან.

 

რეგისტრაციისთვის განსაზღვრულია 2 პერიოდი:

პერიოდი I: 01 ივნისიდან 16 აგვისტომდე,

პერიოდი II: 17 აგვისტოდან 01 სექტემბრამდე.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებზე, ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება, როგორც საერთაშორისო კონგრესის მასპინძელი და პარტნიორი უნივერსიტეტი.

 

ყველა მიღებული/დადასტურებული აბსტრაქტი და სრული ნაშრომი გამოქვეყნდება ელექტრონული წიგნის სახით (ISBN-ით და რედაქტორით) ინგლისურ ენაზე, კონგრესის დაწყებამდე. სრული ნაშრომები შეიძლება დაიწეროს თურქულ, ინგლისურ ან ქართულ ენებზე.

 

კონგრესის საპატიო თავმჯდომარე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

 

კონგრესი ჩატარდება 2 დღის განმავლობაში, 7 და 8 სექტემბერს, მონაწილეებისათვის განსაზღვრულია გასეირნება/დათვალიების ტური, ვახშამი და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

 

რეგისტრაცია გაიარე აქ: http://currentdebates.org/registration-form-kayit-formu/

 

კონფერენციის ხელმძღვანელი: რექტორის მოადგილე სამეცნიერო კვლევით საკითხებში ვახტანგ ჭარაია;

კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი: გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გუგული თურმანიძე;

 

მისამართი: ქ. ბათუმი, თამარ მეფის ქ. 60 (მახინჯაური)

ტელეფონი: 0422 24 51 33

ელ ფოსტა: g.turmanidze@gruni.edu.ge