ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს მორიგ საგრანტო კონკურსს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს მორიგ საგრანტო კონკურსს

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად.

 

საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ:
ახალგაზრდულ ორგანიზაციას;

 

ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.

 

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 600 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.

 

დამატებითი ინფორმაცია:
https://www.facebook.com/photo/?fbid=849416147222703&set=a.289312536566403