დოქტორ ღასან ხალილის საერთაშორისო ვორქშოფი - ლიდერობა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დოქტორ ღასან ხალილის საერთაშორისო ვორქშოფი - ლიდერობა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ღასან ხალილი 2023 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პროფესიონალებს, მათ შორის, პრაქტიკოსებს საჯარო და კერძო სექტორებიდან, სთავაზობს ლიდერობს სასწავლო კურსს.

 

აღნიშნული კურსის ფარგლებში მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის პრინციპებსა და პრაქტიკას. შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც გამოადგებათ სხვადასხვა ლიდერულ პოზიციაზე მუშაობის დროს.

 

დოქტორ ღასან ხალილის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მიიღო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო და აკადემიურ ინსტიტუციებში, ეფუძნება მხარდაჭერითი, ღირებულებებზე დაფუძნებული და ტრანსფორმაციული ლიდერობის პრინციპებს. დოქტორ ღასან ხალილმა 30-წლიანი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია სამართლებრივი რეფორმების, ადამიანის უფლებების, სტრატეგიული დაგეგმვის, ტრანსფორმაციული სოციალური პოლიტიკის, განათლების რეფორმებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მეშვეობით. მას მინიჭებული აქვს სორბონის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი და არჩეულია საქართველოს ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. იგი, ასევე, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში და მონაწილეობდა კურიკულუმებისა და ტრენინგის მეთოდოლოგიის შედგენაში.

 

დოქტორი ღასან ხალილი მრავალი წიგნისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი და თანაავტორია, მუშაობდა ექსპერტად განათლების სფეროში.

 

აღნიშნული ლიდერობის კურსი მოიცავს ხუთ ძირითად თემას:

  1. ლიდერობის ხელახალი განსაზღვრა;
  2. ზეგავლენის მოხდენის პროცესი;
  3. ლიდერობა მენეჯმენტის სრულყოფისთვის;
  4. ადაპტაციური ლიდერობა: გამოსავლის მოძებნისა და სასურველი შედეგების მიღწევის წინაპირობა;
  5. რეფლექსიური ლიდერობა.

 

კურსის განრიგისა და დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ დღის წესრიგი.

 

საქართველოს მოქალაქეებისთვის კურსის ღირებულება შეადგენს 700 ლარს, ხოლო უცხოელებისთვის - 550 დოლარს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

ლექციები და ინტერაქციული დისკუსიები გაიმართება ყოველდღიურად, 6 საათ-ნახევრის განმავლობაში. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ლანჩით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, უკეთ გაეცნონ ერთმანეთს და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

 

დისკუსიებსა და აქტივობებში თავისუფლად მონაწილეობისთვის საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა B1/B2დონეზე.

 

კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSceZdzAdE-KtUozq3m2XDBAE2Pp7EXH0RG9FCW-QkxUpYJK9Q/viewform

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი.


ინფორმაცია გადახდის შესახებ:

კურსზე რეგისტრაციის დასასრულებლად გთხოვთ გადაიხადოთ კურსის საფასური შემდეგ საბანკო ანგარიშზე და გადახდის დანიშნულებად მიუთითოთ “Leadership Course“.

საქართველოდან თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ლარში, უცხოეთიდან დოლარში.

 

ლარის ანგარიშის რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: JSC TBC Bank

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE87TB0655236020100004

მიმღების სახელი: შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

 

დოლარის ანგარიშის რეკვიზიტები

მიმღები ბანკი: JSC TBC Bank

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE32TB7855236120100007

მიმღების სახელი: GRIGOL ROBAKIDZE UNIVERSITY LTD

დეტალური ინფორმაციისთვის და დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ მეილზე: saladze.lili18@gruni.edu.ge