საინფორმაციო ვიზიტი იუსტიციის სახლში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საინფორმაციო ვიზიტი იუსტიციის სახლში

იუსტიციის სახლში მიმდინარეობს პროექტი, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე გაეცნონ სისტემის საქმიანობასა და სახელმწიფო სერვისების ინოვაციური მეთოდებით მიწოდების მუშაობის სპეციფიკას. ინოვაციურ პროექტებზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე პირადად დასვან შეკითხვები ორგანიზაციის მენეჯმენტთან და დეტალური პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებისათვის იუსტიციის სახლის სამუშაო პროცესის გაცნობის მიზნით, მოეწყობა საინფორმაციო ტური, სადაც მომსახურების პროცესთან ერთად, ისინი იმ თანამედროვე ტექნოლოგიებსაც გაეცნობიან, რომლებსაც იუსტიციის სახლი მომხმარებლისათვის სერვისის სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებისათვის იყენებს.

 

ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

 

რეგისტრაციის ბოლო თარიღი 05/06/2023