საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), პროგრამის - “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ზოგადი მიზანია: საქართველოში ყველა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზმთან გამკლავება, ამ მიმართულებით კვლევების განხორციელება და კონკრეტული საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა 400 000 ლარი. ერთი პროექტის მინიმალური ბიუჯეტი შეადგენდეს 100 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 400 000 ლარს. 100 000 ლარზე ზემოთ შემუშავებული პროექტებისთვის სავალდებულოა განმცხადებელ ორგანიზაციას ჰყავდეს მინიმუმ ერთი პარტნიორი. უპირატესობა მიენიჭება პარტნიორებს რეგიონებიდან.