CSRDG", ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსს "მედია პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ". საგრანტო კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის/კორპორაციული მდგრადობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა, ამ გზით ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის მართებული აღქმის დამკვიდრება. გრანტი გაიცემა მედია პროდუქტების მოსამზადებლად: სამეცნიერო სტატიების ან ბლოგების ციკლი/სერია ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში; გადაცემების ან სიუჟეტების ციკლი/ სერია ან რუბრიკა ონლაინ ან სამაუწყებლო მედიაში (რადიო, ტელევიზია).