ღია საზოგადოების ფონდი USAID/IREX მედიაპროგრამასთან ერთად აცხადებს კონკურსს საქართველოს ორ რეგიონში: აჭარასა და იმერეთში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების პროექტებისათვის. ადვოკატირება გულისხმობს მედიის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების თანამშრომლობას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ რეგიონული კამპანიის ჩატარების, ამ საკითხების უკეთ შესწავლისა და კვლევის მიზნით. ადვოკატირების კონკრეტულ თემებს არჩევენ ადგილობრივი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საინიციატივო ჯგუფები.
საინიციატივო ჯგუფის სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი სტუდენტების (მომავალი ჟურნალისტების) ჯგუფი.