USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ (USAID Unity Through Diversity Program) იწყებს საკონკურსო განაცხადის მიღებას საქართველოს ინტეგრაციის საგრანტო შესაძლებლობის ფარგლებში (Georgia Integration Grants Facility - IGF), რომლის მიზანია საქართველოს სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. USAID-ის ხუთლწლიანი (2023-2027) პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ და მიზნად ისახავს საჯარო, კერძო და სამოქალაქო აქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოში სამოქალაქო ერთიანობისა და იდენტობის განმტკიცების, სამოქალაქო ჩართულობის, თანასწორობის და ინკლუზიური ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და ამ მიმართულებით კვლევების განხორციელების ხელშეწყობას.