2023 წლის 17 ივნისს საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო პროექტის - „ციფრული რეფერენდუმი: საჯარო მმართველობის ეფექტური მოდელირება“, ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაიმართება სამეცნიერო ფორუმი სახელწოდებით ,,საჯარო მმართველობა და რეფერენდუმი“.
ფორუმზე მოხსენების წარდგენა შეუძლიათ საჯარო მმართველობის, სამართლისა და ბიზნესის მიმართულების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, მკვლევრებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებს.
რეგისტრაციისა და აბსტრაქტის გამოგზავნის ვადები: 2023 წლის 12 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.
ფორუმის მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონული რეგისტრაცია
აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე. იხ. აბსტრაქტის სტანდარტი
სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორები:
- პროექტის ხელმძღვანელი - ხათუნა მურადიშვილი (საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი);
- პროექტის კვლევის ხელმძღვანელი - ეკატერინა ზაქარაძე (საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი);
- პროექტის ანალიტიკოსი - გუგული თურმანიძე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში);
ფორუმის ჩატარების ადგილი:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა
მის: ქ. ბათუმი, თამარ მეფის ქ. 60
საკონტაქტო პირი:
გულო თურმანიძე, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში
ელ.ფოსტა: g.turmanidze@gruni.edu.ge