ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსი

გამოცხადდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  • პროზის ქართული თარგმანი;
  • პოეზიის ქართული თარგმანი;
  • სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი;
  • ესეს და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს და დოქტორანტებს (35 წლამდე).

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი.

 

ელისაბედ ორბელიანის კონკურსი დაარსდა 2021 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით.

 

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია.