2023 წლის 23 მაისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია გეგმავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები", ჩატარებას.
მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აპრილი.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ელექტრონულ და ბეჭდვით ფორმატში.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ.