31 იანვარს, 17:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება ტეხას ა&მ (ეიენემის) უნივერსიტეტის პირველი საპილოტე პროექტის - TESOL-ის, დასრულების საზეიმო ცერემონია.
პროექტი ინგლისური ენის პედაგოგთა გადამზადების პროგრამაა, რომელშიც წელს, უნივერსიტეტის დაფინანსებით, 5 პედაგოგი ჩაერთო.
საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, ხოლო ონლაინ ჩაერთვებიან ტეხას ა&მ (ეიენემის) უნივერსიტეტის ხელმძღვანელები.
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას ტეხას ა&მ (ეიენემის) უნივერსიტეტთან.