ლიდერატორის რიგით მეშვიდე სტუდენტურ პროგრამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლიდერატორის რიგით მეშვიდე სტუდენტურ პროგრამა

საქართველოს ბანკი აცხადებს ლიდერატორის რიგით მეშვიდე სტუდენტურ პროგრამას!

 

წელს ლიდერატორი საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მიღებას აცხადებს 13 პროგრამაზე, რაც ბანკის მასშტაბით 45 სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი, ბიზნესის ეფექტურობა, მარკეტინგი, ციფრული არხების განვითარება, ადამიანური კაპიტალის მართვა, ფინანსური და საინვესტიციო ანალიზი, საბანკო სამართალი, საცალო, SME, კორპორაციული თუ პრემიალური საბანკო მომსახურება და საბროკერო საქმე.

 

ლიდერატორი თქვენი შესაძლებლობაა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე და სასწავლო გრაფიკზე მორგებული, ანაზღაურებადი სტუდენტური პროგრამა და მიიღოთ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება.

 

ლიდერატორის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება და განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ აქ - Leaderator.bog.ge

 

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 თებერვალი.