საქართველოში აშშ - ის საელჩოს საგრანტო პროექტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოში აშშ - ის საელჩოს საგრანტო პროექტი

საქართველოში აშშ - ის საელჩოს სახალხო (საჯარო) დიპლომატიის განყოფილება (PDS) აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც გააძლიერებს კულტურულ კავშირს აშშ-სა და საქართველოს შორის, განამტკიცებს საერთო ღირებულებებს და ხელს შეუწყობს ორმხრივ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კულტურულ და გაცვლით პროგრამებს. ყველა პროგრამა უნდა შეიცავდეს ამერიკულ კულტურულ ელემენტს, ან კავშირს ამერიკელ ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან ან ინსტიტუტებთან, რაც ხელს შეუწყობს აშშ-ს პოლიტიკისა და მასთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივების უკეთ გაგებას.

 

პროექტი შეიძლება მოიცავდეს საჯარო ლექციებს, სემინარებს. ერთობლივ კულტურულ წარმოდგენებსა და გამოფენებს; კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და შენარჩუნების პროგრამებს, პროფესიულ და აკადემიურ გაცვლით პროგრამებს.

 

ყურადღება გამახვილდება საქართველოს რეგიონებში, კულტურის კომპონენტის გამოყენებით, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, თემზე დაფუძნებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროექტებზე, საერთაშორისო ფესტივალებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამერიკულ-ქართულ კავშირებს და კულტურათა, განათლების სფეროში შემოღებულ სიახლეთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.