შესაძლებლობების განვითარება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში (ERASMUS-EDU-2023-CBHE)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შესაძლებლობების განვითარება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში (ERASMUS-EDU-2023-CBHE)

ევროპის კომისია აცხადებს საგრანტო კონკურსს შემდეგი მიმართულებით - „შესაძლებლობების განვითარება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“.

 

„შესაძლებლობების განვითარება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“ პროგრამა მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, საგნამანათლებლო სივრცეში ოპერირებად ორგანიზაციათა შორის ერთობლივი პროექტების, მრავალმხრივი პარტნიორობის საშუალებით. საგრანტო პროგრამა ორიენტირებულია ევროკავშირითან არ ასოცირებული, მესამე ქვეყნების სოციო-ეკონომიკურ გაძლიერებაზე, განვითარებაზე და მათი ეკონომიკის გლობალიზაციაზე პროექტების რელევანტურობის, ხარისხისა და მოდერნიზაციის საშუალებით.

 

აღნიშნული აქტივობა ეხმარება ევროპის კომიისის შემდეგი პრიორიტებების განხორციელებას:

  • მწვანე შეთანხმება (კომპეტენციების განვითარება მდგრად სექტორებში, მწვანე სექტორის უნარჩვევების სტარტეგია და მეთოდოლოგია)
  • ციფრული ტრანსფორმაცია (ციფრული უნარების განვითარება)
  • მიგრანტების ინტეგრაცია (მობილობილობისა და დაგროვილი ხარისხების აღიარების ხელშეწყობა)
  • მმართველობა, მშვიდობა, უსაფრთხოება და ადამიანთა განვითარება (აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა)
  • მდგრადი განვითარება და დასაქმება (უნარების განვითარება ცხოვრებაში და სამუშაო გარემოში)

 

აღნიშნული გრანტის ფარგლებში დაგეგმილმა აქტივობებმა სარგებელი უნდა მოუტანოს პროგრამასთან არასოცირებულ მესამე ქვეყნებს და მათ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას.

 

აღნიშნული გრანტის ფარგლებში შემქნილმა პროექტებმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს ნებადართული ქვეყნების უმაღლესი სასწავლო დაწესებულელების (უსდ) გამოწვევებსა და გაძლიერებაზე, მაქსიმალურად გაზარდოს პროექტის ზეგავლენის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსების მოძიება. პროექტებმა უნდა წარმოაჩინონ უსდ-ს ახალი მიდგომები და ინიციატივები, რომლებიც შეიქმნება ერთობლივი სწავლის, გამოცდილების და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საშუალებით, რამაც გავლენა უნდა მოახდინოს არამარტო უსდ-ებზე, არამედ საზოგადოებაზე მთლიანად. ასევე, პროექტებმა უნდა ჩამოაყალიბოს ისეთი პარტნიორობა, რომელიც გარდასახავს უმაღლეს სასწავალო დაწესებულებას, გამოცდილების, კომპეტენციების გაზიარებისა და ურთიერთდაკავშირებული აქტივობების განხორციელებით, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს 21-ე საუკუნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას, როგორიც არის მიგრაცია, კლიმატის ცვლილებები, მმართველობის გაუმჯობესება და ციფრული ეკონომიკის გაძლიერება. პროექტის შედეგებს უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი რეზულტატები, როგორც უნივერსიტეტბის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის.

 

უფრო კონკრეტულად, პროეტმა უნდა გააერთიანოს ბენეფიტების შემდეგი ჩამონათვალი:

  • უმაღლესი სასწავლო დაწესებულების იონვაციურობა და მისი შესაბამისობა დამსაქმებელთა საბაზრო მოთხოვნებთან;
    • ინოვაციური შინაარის მქონე კურიკულუმის განვითარება, ანდა არსებული კურიკულუმისთვის ინოვაციური ელემენტის დამატება;
    • ინოვაციური სწავლისა და სწავლების მეთოდების დანერგვა;
    • ბიზნესთან და კვლევასთან დაკავშირებლი აქტივობების განვითარება, ბიზნეს სივრცესთან ერთან განგრძობადი სასსწავლო პროგრამების დანერგვა;
    • უმაღლესი სასწავლო დაწესებულელების შესაძლებლობების გაძლიერება, უფრო ეფექტური კვლევის, მეცნიერების და ინოვაციოური ტექნოლოგიების საშუალებით.

 

ევროკავშირის დაფინანსება აღნიშნული პროგრამისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • For Strand 1 - უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში თანამშრომლობის გარდასახვა: EUR 200,000 - EUR 400,000
  • For Strand 2 - თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის: EUR 400,000 - EUR 800,000
  • For Strand 3 - ციფრული გარემოს გაუმჯობესება უკრაინაში: EUR 5,000,000. ხოლო სხვა სტრუქტურული რეფორემბის პროექტებისთვის: EUR 600,000 - EUR 1,000,000

 

დამატებითი ინფორმაციის სანახავად და აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს Link

 

შენიშვნა: ევროპის კომისია აღნიშნულ საგრანტო კონკურსს აცხადებს ყოველწლიურად