ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების გრანტი (ERASMUS-EDU-2023-PEX-EMJM-MOB)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების გრანტი (ERASMUS-EDU-2023-PEX-EMJM-MOB)

ევროპის კომისია აცხადებს საგრანტო კონკურსს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის შემდეგი მიმართულებით „ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები“.

 

EMJM მხარს უჭერს მაღალი დონის ტრანსნაციონალური სასწავლო პროგრამების განხორციელებას მაგისტრატურის დონეზე, რომელიც შექმნილია ინტერნაციონალური კონსორციუმის წევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც შესაძლებელია როგორც სხვა ტიპის საგანმანათლებლო ინსტიტუციების, ისე არასაგანმანთლებლო ექსპერტი პარტნიორების ჩართვა, თუკი ეს ზრდის პროგრამის რელევანტურობას.

 

EMJM არის მაღალი დონის პროგრამები, რომლებიც ეხმარება ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცეს (EHEA) ინტეგრაციასა და ინტერნაციონალიზაციაში, რამაც უნდა გააღრმავოს მონაწილე ინსტიტუციების ერთიანობა და გააუმჯობესოს მათი აკადემიური რესურსების ხარისხი.

 

EMJM მიზნად ისახავს, მსოფლიოს მასშტაბით უფრო მიმზიდველი გახადოს ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე და ევროპაში მოიზიდოს მეტი ტალანტი:

  • ინსტიტუციური, აკადემიური თანამშრომლობის საშუალებით, რათა წარმოაჩინოს ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ხარისხი;
  • ინდივიდუალური მობილობის საშუალებით, EMJM-ის ფარგლებში და ევროკავშირის სტიპენდიების საშუალებით, რომლებიც გადაეცემა საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტებს.

 

ანაზღაურების მაგალითი: ანაზღაურება კონსორციუმის მენეჯმენტისთვის (მათ შორის მოწვეული აკადემიური პერსონალი/მოწვეული ლექტორები; მინიმუმ, 2 მოწვეული აკადემიკოსი/მოწვეული ლექტორი ერთ მიღებაზე, 8 კვირის განმავლობაში) Ø 170 000 EUR => 20 000 EUR მოსამზადებელი წლისთვის + 50 000 EUR ყოველ მიღებაზე

 

განაცხადის შეტანა შესაძლებელია ონლაინ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის გასაგზავნად მიჰყევით Link -ს.

 

შენიშვნა: ევროპის კომისია, Erasmus-ის ფარგლებში, ყოველწლიურად აცხადებს აღნიშნულ საგრანტო პროგრამას.