ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის სემინარები გრუნის მკვლევრებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის სემინარები გრუნის მკვლევრებისათვის

ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტი სემინარების სერიას - “Paths to Publication”, სთავაზობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და ახალგაზრდა მკვლევრებს. როგორც პარტნიორი, გრუნი უფასოდ ჩაერთვება ამ სემინარებში.

 

“Paths to Publication” არის ონლაინსწავლება, რომელსაც მასპინძლობს ტეხას ა&მ-ის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო. სემინარები ყოველ მე-2 და მე-4 ხუთშაბათს გაიმართება ინგლისურ ენაზე და მოიცავს კვლევასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს: სამეცნიერო ნაშრომის შედგენას, კვლევას, გამოქვეყნებას, გრანტებს.

 

ერთსაათიანი ვებინარები განკუთვნილია, როგორც მაგისტრატურის/დოქტურანტურის სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის. სემინარი დაიწყება საქართველოს დროით 20.00 სთ-ზე და მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.

 

დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია (სერიებზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა საჭიროა მხოლოდ ერთხელ) ბმულზე: https://tamucehd.qualtrics.com/jfe/form/SV_6VWss9G9CC8ePxs

 

პირველი შეხვედრა გაიმართება 2023 წლის 9 თებერვალს, 20.00 საათზე.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.