კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსი

„ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის“ პროექტისა და მის საფუძველზე შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში გამოცხადდა პირველი საგრანტო კონკურსი. აღნიშნული პროგრამა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანებით. CIF- ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა კონკრეტული მიმართულებების შემდგომი განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების/პროექტების განხორციელების მიზნით. ძირითადი მიმართულებებია: სამეწარმეო განათლება (სამეწარმეო განათლების განმავითარებელი პროექტები/პროგრამები), კერძო სექტორთან თანამშრომლობის ხელშეწყობა (ერთობლივი სწავლება/ სტაჟირება, კვლევები), ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით პროგრამების განვითარება. შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება. პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება.

 

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: კონსორციუმს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან (აქედან, მინიმუმ ერთი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), რომლებიც პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან. წარმოდგენილი საგრანტო განაცხადები უნდა ითვალისწინებდეს პარტნიორობის (თანამშრომლობის) დემონსტრირებას.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი.