კონკურსი: „ფრანგულენოვანი სტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე"

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი: „ფრანგულენოვანი სტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე"

სტუდენტების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 17 ნოემბერს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის უნივერსიტეტის სააგენტო აცხადებს გრაფიკული დიზაინის რეგიონალურ კონკურსს სახელწოდებით "ფრანგულენოვანი სტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე".

კონკურსი ტარდება 2022 წლის 17 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით.

 

კონკურსის მიზანია:

  • შემოქმედებითობის ხელშეწყობა და წახალისება;
  • ციფრული უნარების განვითარება ფრანგული ენის გამოყენებით.
  • კონკურსი ღიაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის AUF წევრ უნივერსიტეტებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურაში ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

 

კონკურსის პირობები:

A4 გვერდის ფორმატში, გრაფიკული დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მონაწილეებმა უნდა გამოხატონ თავიანთი გზა, როგორ ხედავენ, იგებენ, ცხოვრობენ ან წარმოიდგენენ დღევანდელი ფრანგულენოვანი სტუდენტების გამოწვევებს.

 

კონკურსის მონაწილეებმა უნდა დაიცვან შემდეგი მითითებები:

  • ინდივიდუალური გრაფიკული დიზაინი;
  • სურათი უნდა იყოს ძალიან კარგი ხარისხის (300dpi გარჩევადობა);
  • გამოყენებული ენა უნდა იყოს ფრანგული.

 

საუკეთესო შემოქმედების არჩევაზე პასუხისმგებელი იქნება ჟიური. შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება AUF-ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს) ვებგვერდზე (www.auf.org/europe-centrale-orientale).

 

საუკეთესო ნამუშევრები დაჯილდოვდება AUF-ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს) მიერ გამარჯვებული სტუდენტებისთვის შეთავაზებული პრიზებით.

 

საკონტაქტო პირი: თამარ გაგოშიძე / e-mail: t.gagoshidze@gruni.edu.ge