სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს

2022 წლის 24-25 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართება უნივერსიტეტის დაარსების 30 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია: “საქართველოს მდგრადი განვითარება: გლობალური გამოწვევები და პერსპექტივები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ჭრილში.“

 

კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მათ შორის: სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელმწიფო, მედია თუ არასამთავრობო წრეების წარმომადგენლებს.

 

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული სექციები:

ბიზნესი - მენეჯმენტი, ფინანსები, ტურიზმი, ელექტრონული სისტემები ბიზნესში; სამართალი, საჯარო მმართველობა - ცენტრალური და მუნიციპალური მართვა, უსაფრთხოება და მართვა, ელექტრონული სისტემები და მმართველობა; პოლიტიკა და კულტურა, დიპლომატია და პრაქტიკა.

 

მოხსენების წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად (სტატიის ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს).

 

კონფერენციაში ჩართვა შესაძლებელია შემოთავაზებული ფორმების მიხედვით:

  • კონფერენციაში ჩართვა მონაწილის სტატუსით;
  • კონფერენციაში ჩართვა სტუმრის ან დაინტერესებული პირის სტატუსით.

 

სამუშაო ფორმატი:

 

24.12.2022 - დოქტორანტთა, მეცნიერ-თანამშრომელთა, აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოხსენებების წარდგენა;

 

25.12.2022 - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა მოხსენებების წარდგენა.

 

მოხსენების სტანდარტი

 

ძირითადი ვადები:

რეგისტრაცია და თეზისის წარდგენა: 15 დეკემბრამდე;

შერჩეული მოხსენებების დადასტურება/მოწვევა: 12 - 16 დეკემბერი;

სტატიის სრული ვერსიის წარდგენა: 16 - 22 დეკემბერი.

 

იმ შემთხვევაში თუ ავტორი კონფერენციის მუშაობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, საორგანიზაციო კომიტეტს უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 16 დეკემბრისა.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და მოხსენების თემატიკის რეგისტრაციისთვის

ელექტრონული რეგისტრაცია გაიარეთ აქ

 

მისამართი: ბათუმი, თამარ მეფის ქ. №60

საკონტაქტო პირი: გულო თურმანიძე - ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში

ელფოსტა: g.turmanidze@gruni.edu.ge ტელ: (0422) 24 51 33