გრუნის ახალი პროექტი: “უმაღლესი მათემატიკური ეკონომიკა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის ახალი პროექტი: “უმაღლესი მათემატიკური ეკონომიკა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი იწყებს ლექციების კურსს:

"უმაღლესი მათემატიკური ეკონომიკა" (1 ოქტომბერი-31 დეკემბერი, 2022)

 

ლექციების კურსი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მოსამზადებელი ისეთი ფუნდამენტური ერთწლიანი სალექციო კურსისათვის, როგორიცაა "თანამედროვე (უმაღლესი) მაკროეკონომიკა"

 

"უმაღლესი მათემატიკური ეკონომიკა" - არის უფრო ღრმა და დაწინაურებული მათემატიკა, დანახული ასევე ძალიან ღრმა და რთული თანამედროვე ეკონომიკის თვალთახედვიდან. კურსი არის ეკონომიკაში უწყვეტი დინამიკის შესახებ, რომელიც გულისხმობს უწყვეტ არეში ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი ცვლადის ფუნქციის (ან ერთობლივად განსაზღვრული ფუნქციების) მოდელირებას. სხვა სიტყვებით, ეკონომიკაში ყველა პროცესი თუ მოვლენა და ა.შ. განიხილება როგორც დროთა განმავლობაში დროის უწყვეტი ფუნქციები.

 

კურსის დასრულების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ გაიცემა ოფიციალური სერტიფიკატი.

 

კურსი ფასიანია, მისი ღირებულებაა: 850 ლარი (16 ლექცია).

 

რამდენიმე ახალგაზრდის დაფინანსება, ვისაც სურს დაეუფლოს ამ ფუნდამენტურ კურსს, მაგრამ აქვს მატერიალური პრობლემები - ითავეს სპონსორებმა.

 

ლექციების კურსის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, როცა მასალა გარკვეულწილად დაგროვდება, დაიწყება მეორე, მთავარ სალექციო კურსი-

"თანამედროვე (უმაღლესი) მაკროეკონომიკა"

 

ორივე სალექციო კურსი შეესაბამება მსოფლიოს ტოპ-25 უნივერსიტეტის ანალოგიურ სასწავლო პროგრამებსა და შინაარსს.

 

ლექციების შინაარსი

 

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2022 წლის 5 სექტემბრისა!

 

საკონტაქტო პირი: დემურ გიორხელიძე, ელფოსტა: demurgio@yahoo.com