პრე-საკონფერენციო ღონისძიებები „განათლების მენეჯმენტის“ შესახებ, სლოვენიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პრე-საკონფერენციო ღონისძიებები „განათლების მენეჯმენტის“ შესახებ, სლოვენიაში

„დინამიურ საზოგადოებებში მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია“ CEEMAN-ის 30-ე ყოველწლიურ კონფერენციასთან დაკავშირებით, მართავს ორ პრე-საკონფერენციო ღონისძიებას სლოვენიაში, ქალაქ ბლედში.

 

პოსტერების სესია

 

პირველი ღონისძიება არის ტრადიციული CEEMAN-ის ყოველწიური საკონფერენციო პოსტერების სესია, რომელიც დაკავშირებულია კონფერენციის ზოგად თემასთან: „განათლების მენეჯმენტის მომავალი: დიდი სურათის გააზრება“.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზაგვნონ თავიანთი აბსტრაქტები 2022 წლის 1 სექტემბრაბმდე შემდეგ მისამართაზე zoltan@buzady.hu (Prof. Zoltán Buzády)

 

ქვე-თემები:

  • თქვენი სასწავლო ქეის-სთადი, რომელიც თქვენ განავითარეთ და რომელსაც იყენებთ სასწავლო პრაქტიკაში;
  • თქვენი კვლევითი საქმიანობა, შესაძლოა იყოს ფუნდამენტური ან გამოყენებითი კვლევითი პროექტი, ასევე სხვა კვლევითი აღმოჩენა, რომელიც ცალსახად უკავშირდება განათლების მენეჯმენტს;
  • თქვენი სასწავლო მეთოდები და ტექნიკები, რომელიც თქვენ განავითარეთ ან წარმატებთ აითვისეთ თქვეს სასწავლო კურსში/პროგრამაში;
  • თქვენი სხვა გამოცდილება, რომლის პრეზენტირებაც გსურთ და რომელიც დაკავშირებულია კონფერენციის თემატიკასთან;

 

პოსტერების სესიაში მონაწილეობის ღირებულება არის 150 ევრო (კონფერენციაში მონაწილეობის მიღების გარეშე). პოსტერების სესიების მონაწილეები მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას CEEMAN 30-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ქალაქ ბლედში 21-23 სექტემბერს.

 

IQA სწრაფი სკანირების ვორქშოპი

 

CEEMAN-ის 30-ე ყოველწლიურ ფესტივალზე (21 სექტემბერი 17:00 – 19:00) გაიმართება სწრაფი სკანირების ვორქშოპი. ეს მაღალი ჩართულობის ინოვაციური სესია მიზნად ისახავს, სხვა წევრი ინსტიტუციების მაგალითზე, შეაფასოს თქვენი ინსტიტუციის მაღალი ხარისხი, რელევანტურობა და დინამიურობა.

 

როგორ მუშაობს ვორქშოპი?

 

ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც დაინტერესებულია ვოქრშოპში მონაწილეობით, ღონისძიების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, მიიღებს მოკლე კითხვების ჩამონათვალს. ვორქშოპი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ განხილული იყოს მიღებული შედეგები.

 

ვორქშოპის მიმდინარეობისას მოგახსენებთ თქვენი ინსტიტუციის განვითარების დონეს. გამომდინარე იქიდან, რომ CEEMAN არის სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცე, თქვენ, ასევე, მოგეცემათ შესაძლებლობა ინტერაქციაში შეხვიდეთ თქვენს კოლეგებთან.
 

 

სად ხდება რეგისტრაცია?

 

იმისთვის რომ დაესწროთ სწრაფი სკანირების ვორქსოპს უნდა დარეგისტრირდეთ კონფერენციაზე და რეგისტრაციის ფორმაში განსაზღვროთ, რომ გსურთ ვორქშოპში მონაწილეობა.

 

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეიძლება შემდეგ ვებ-გვერდზე (website ), ხოლო რეგისტრაციის ლინკი მითითებულია ბმულზე -here .

 

კონფერენციაზე მონაწილეობას დააფინანსებს უნივერსიტეტი.