სამეცნიერო კონფერენცია: „ასოცირებული ტრიოს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი პროცესი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო კონფერენცია: „ასოცირებული ტრიოს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი პროცესი“

2022 წლის 08-09 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „ასოცირებული ტრიოს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი პროცესი“.

 

კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ (როგორც საკონტაქტო, ისე ონლაინ) ფორმატში ბათუმში, გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში.

 

აღნიშნული უნივერსიტეტების გარდა კონფერენციაზე მოხსენების წარდგენა შეუძლიათ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს: ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, ასევე, აკადემიურ პერსონალს, მეცნიერ-თანამშრომლებსა და მკვლევრებს.

 

კონფერენცია გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები იმუშავებენ ორი პანელის ფარგლებში:

 

08.07.2022 – 11:00 საათი - მოხსენებებს წარმოადგენენ დოქტორანტები, აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-თანამშრომლები და მკვლევრები.

 

09.07.2022 – 11:00 საათი - მოხსენებებს წარმოადგენენ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.

 

კონფერენციას მოდერაციას გაუწევს გიორგი მირიანაშვილი, სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და მოხსენების თემატიკის რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირებს.

 

საკონტაქტო პირები:

გიორგი მირიანაშვილი

მობ.: 591 10 95 15

ელ.ფოსტა: g.mirianashvili@gruni.edu.ge

 

ირინე ცინცაძე

მობ.: 577 99 88 36

ელ.ფოსტა: tsintsadzeirina9@gmail.com