პროფესორ გიორგი მირიანაშვილის სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესორ გიორგი მირიანაშვილის სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაცია

2022 წლის 20 მაისს, 17:00 საათზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართება სამართლის დოქტორის, პროფესორ გიორგი მირიანაშვილის სამეცნიერო ნაშრომების - “ევროპის კავშირის სამართალი“, „ადამიანის უფლებათა დაცვის კოლიზიური ევროპული სტანდარტები ექსტრადიციის სფეროში“, „ევროპის კავშირის ცნობარი“, პრეზენტაცია.

 

ნაშრომები მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიმოიხილავს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, ღირებულებებს, ინსტიტუტებს, წევრობის კრიტერიუმებს, სამართლის წყაროებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

ნაშრომების მიზანია საუნივერსიტეტო სივრცეში, პროფესიულ წრეებში, იურიდიულ - სამეცნიერო საქმიანობაში ევროპის კავშირის სწავლებისა და კვლევის პროცესის გაძლიერება-სრულყოფა.