მასტერკლასი თემაზე - მასტერკლასი - როგორ მოვემზადოთ პირველი გასაუბრებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მასტერკლასი თემაზე - მასტერკლასი - როგორ მოვემზადოთ პირველი გასაუბრებისთვის

2022 წლის 21 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ატარებს მასტერკლასს თემაზე - როგორ მოვემზადოთ პირველი გასაუბრებისთვის.

 

მასტერკლასის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან:

  • ორგანიზაციაში ახალი კადრების შერჩევის პრინციპებს;
  • სამსახურის ძებნის თანამედროვე შესაძლებლობებს;
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადების ტექნიკებს;
  • პირველი გასაუბრების ტაქტიკებს და ა.შ.

 

მასტერკლასს წარუძღვება HR მენეჯერი სალომე გოძელანძე, რომელსაც აქვს 10 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ტალანტების მოზიდვის, პერსონალის მართვის და HR ადმინისტრაციული პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით. არის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრი; გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული ტრეინინგები პროექტების მართვის, ემოციური ინტელექტის და ტრენერთა ტრეინიგის კუთხით. ძირითადი გამოცდილება უკავშირდება რითეილ ინდუსტრიას და ამ ეტაპზე კონსულტაციას უწევს ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით ერთ-ერთ მსხვილ ჰოლდინგს, რომელიც მოიცავს რითეილ, ჰორეკა და საწარმოო მიმართულებას.

 

მასტერკლასის ბოლოს, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

 

სამუშაო ენა: ქართული

ღონისძიების ჩატარების ადგილი: ირინა ენუქიძის #3, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმი

დრო: 21/01/2022 (16:00 საათი)

 

მასტერკლასი ჩატარდება COVID 19 რეგულაციების სრული დაცვით, რომელზე დასასწრებადაც უნდა წარმოადგინოთ ერთ-ერთი:

  • EU Digital COVID Certificate. ვაქცინაციის მეორე აცრიდან გასული უნდა იყოს 14 დღე)
  • ან ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის უნიკალური კოდი გენერირებულია ვებგვერდზე: www.getcovidpass.eu

 

 

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია - ლინკი