“როგორ მოვემზადოთ პირველი გასაუბრებისთვის“ - მასტერკლასი სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


“როგორ მოვემზადოთ პირველი გასაუბრებისთვის“ - მასტერკლასი სტუდენტებისთვის

2022 წლის 21 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ატარებს მასტერკლასს თემაზე - როგორ მოვემზადოთ პირველი გასაუბრებისთვის.

 

მასტერკლასის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან:

  •  ორგანიზაციაში ახალი კადრების შერჩევის პრინციპებს;
  •  სამსახურის ძებნის თანამედროვე შესაძლებლობებს;
  •  საჭირო დოკუმენტაციის მომზადების ტექნიკას;
  •  პირველი გასაუბრების ტაქტიკას და ა.შ.

 

მასტერკლასს წარუძღვება HR მენეჯერი სალომე გოძელანძე, რომელსაც აქვს

 

10-წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ტალანტების მოზიდვის, პერსონალის მართვის და HR ადმინისტრაციული პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით. არის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრი; გავლილი აქვს მართვისა და ემოციური ინტელექტის სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი. ძირითადი გამოცდილება უკავშირდება რითეილ ინდუსტრიას და ამ ეტაპზე კონსულტაციას უწევს ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით ერთ-ერთ მსხვილ ჰოლდინგს, რომელიც მოიცავს რითეილ, ჰორეკა და საწარმოო მიმართულებას.

 

მასტერკლასის ბოლოს, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

 

სამუშაო ენა: ქართული

ღონისძიების ჩატარების ადგილი: ირინა ენუქიძის #3, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმი

დრო: 21.01.2022, 16:00 საათი.

 

მასტერკლასი ჩატარდება COVID 19- ის რეგულაციების სრული დაცვით, რომელზე დასასწრებადაც უნდა წარმოადგინოთ ერთ-ერთი:

  • მწვანე პასპორტი;
  • ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია - ლინკი