პროფესორ - მასწავლებლებისა და ახალგაზრდა მკვლევრების საყურადღებოდ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესორ - მასწავლებლებისა და ახალგაზრდა მკვლევრების საყურადღებოდ!

უმაღლესი განათლების მე-13 საერთაშორისო კონგრესი „Congreso Internacional Universidad 2022“, რომელიც გაიმართება ჰავანაში, 2022 წლის 7-11 თებერვალს, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალებას აძლევს ამ საკითხებით დაინტერესებული საზოგადოების წინაშე ისაუბრონ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და თავიანთი მოსაზრებები გააცნონ უცხოელ კოლეგებს, პროფესორებს, დარგის სპეციალისტებს, საერთაშორისო ექსპერტებს, ასევე, მონაწილეობა მიიღონ კონგრესში ჩართული ქვეყნების განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შეფასებაში, მათი გადაწყვეტის გზების მოძიებაში.

 

წლევანდელი ღონისძიების მთავარი დევიზი გახლავთ - „უნივერსიტეტი და ინოვაცია მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის“. პანდემიის გამო, ღონისძიებებაზე დასწრება ონლაინ ფორმატითაც იქნება შესაძლებელი, მონაწილეთა ნაწილი კი სხდომათა სასახლეს (Palacio de las Convenciones) ეწვევა.

 

კონგრესზე წარსადგენი ნაშრომები უნდა შესაბამებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ თემატიკას:

  • უმაღლესი განათლება და მდგრადი განვითარების მიზნები (Educación Superior y los Objetivos de Desarrollo Sostenible (ODS);
  • უმაღლესი განათლების მომავლის პერსპექტივები იუნესკოს საერთაშორისო კონფერენციისთვის (Perspectivas sobre el futuro de la Educación Superior hacia la Conferencia Mundial de la UNESCO);
  • უმაღლესი განათლება და COVID-19 (Educación superior y COVID-19);
  • უნივერსიტეტი და მდგრადი განვითარება (Universidad y desarrollo local sostenible).

 

სამუშაო ენებია:

  • ინგლისური,
  • ესპანური,
  • პორტუგალიური.

 

მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, ხოლო მომხსენებელ-სპიკერები დამატებით მიიღებენ მეორე სერტიფიკატსაც.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://www.congresouniversidad.cu.

 

ამავე გვერდის დახმარებით განახორციელებთ კონგრესზე მონაწილეობის საფასურის გადახდას. მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კლვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, გოჩა ოჩიგავას, ელექტრონულ მისამართზე: g.ochigava@gruni.edu.ge ან მიმართეთ კონგრესის აღმასრულებელ სამდივნოს, ელექტრონულ მისამართზე: secejecutiva@congresouniversidad.cu

 

გისურვებთ წარმატებას!