თანამშრომლობის მემორანდუმი ლონდონის სტარტაპკომპანია „Pensight“-თან და მასტერკლასი ვირტუალური ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობის მემორანდუმი ლონდონის სტარტაპკომპანია „Pensight“-თან და მასტერკლასი ვირტუალური ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ

29 ნოემბერს, 16.00 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს ლონდონის სტარტაპ კომპანია „Pensight“-თან. თანამშრომლობა სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს კომპანიაში გრუნის სტუდენტების ვირტუალურ სტაჟირებასაც.

 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გთავაზობთ მასტერკლასს „ვირტუალური ციფრული ტრანსფორმაცია“, რომელსაც გაუძღვება კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფორბსის პროექტის „30 under 30” ერთ-ერთი გამარჯვებული თენგიზ მესხი.

 

შეხვედრა ინგლისურ ენაზე გაიმართება.

 

უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ დაესწროთ ღონისძიებას შემდეგი ბმულის გამოყენებით:

 

https://zoom.us/j/95746449221 

Meeting ID: 957 4644 9221