ესეების კონკურსი - “მულტირელიგიური საქართველო“, მოსწავლეებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ესეების კონკურსი - “მულტირელიგიური საქართველო“, მოსწავლეებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს - „მულტირელიგიური საქართველო“, მოსწავლეებისათვის:

 

კონკურსის მიზანი: მულტიკულტურულ და მულტირელიგიურ გარემოში თანაცხოვრების კულტურის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის, ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობისა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი მოქალაქეობრივი პოზიციის გაცნობა და წახალისება.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:

  1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს;
  2. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ესე, რომელიც შეესაბამება თემას და ეფუძნება ავტორის მოსაზრებებს, ანალიზს, შეფასებებსა და არგუმენტებულ მსჯელობას;
  3. მოსწავლეების ნაშრომებს შეაფასებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  4. წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ქართულ ენაზე და მას უნდა ახლდეს ავტორის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელეფონი;

 

 ესეს ტექნიკური მახასიათებლები:

  1. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში;
  2. გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 3 გვერდისა;
  3. ფონტი: Sylfaen, ზომა - 12;
  4. დაშორება - 1.15;

 

საკონკურსო პრიზები:

I ადგილი - 40%-იანი სასწავლო გრანტი;

II ადგილი - 30%-იანი სასწავლო გრანტი;

III მესამე ადგილი - 20%-იანი სასწავლო გრანტი;

 

სამივე გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე; გამარჯვებული მოსწავლეების შესახებ მომზადდება გადაცემა, რომელიც TV 24-ის ეთერით გადაიცემა;

 

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 08 დეკემბერი.

 

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუკზე;

 

ნაშრომები უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: m.lomia@gruni.edu.ge

საკონტაქტო პირი: 599 776 771

 

იაქტიურეთ, შემოგვიერთდით და მოიპოვეთ სასწავლო გრანტის მიღების შანსი!