შპს “ენგურჰესი“ აცხადებს კონკურსს ლოგოს შექმნაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შპს “ენგურჰესი“ აცხადებს კონკურსს ლოგოს შექმნაზე

შპს "ენგურჰესი" აცხადებს კონკურსს ლოგოს შექმნაზე.

 

ლოგო უნდა ასახავდეს შემდეგ გარემოებებს:

  • კომპანიის ისტორია;
  • მასშტაბი (ენგურჰესი არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი შედის მსოფლიოში უდიდესი თაღოვანი კაშხლების ათეულში);
  • სუფთა (მწვანე ენერგიის) გამომუშავების უპირატესობა.

 

კონკურსანტმა ლოგოზე ასახულ თითოეულ კომპონენტს უნდა გაუკეთოს განმარტება, რომელშიც აღწერილი იქნება, რისი გადმოცემა სურდა ამა თუ იმ კონკრეტული დეტალით.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის დაიშვებიან მხოლოდ ფიზიკური პირები. სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ლოგოს ავტორს, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 700 ლარი, კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გარეშე.

 

ნიმუშის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ელფოსტით - m.sulashvili@gruni.edu.ge