ნიდერლანდების სამეფოს კონკურსი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნიდერლანდების სამეფოს კონკურსი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის

ნიდერლანდების სამეფო ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის აცხადებს საპროექტო კონცეფციების შესახებ კონკურსს ორი მიმართულებით: MARTA და ადამიანის უფლებების ფონდი.

 

MARTA არის ჰოლანდიური აბრევიატურა და ნიშნავს „საზოგადოებრივ ტრანსფორმაციას“.

 

MARTA-ს მიზანია მდგრადი საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის მიღწევა, ისეთი რეფორმების მხარდაჭერით, როგორიც არის - კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების აღსრულების ხელშეწყობა.

 

MARTA-ს ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა უნდა ითვალისწინებდეს ქვემოთჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

  • კანონის უზენაესობ, მათ შორის, სასამართლო რეფორმა;
  • საჯარო მმართველობა, მათ შორის, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ერთიანობის მხარდაჭერა, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლიანობა;
  • საზოგადოებრივი წესრიგი და სამართალდამცავები;
  • სტაბილურობა და უსაფრთხოება, ფოკუსირება შერიგებაზე, დეზინფორმაციის გამოვლენა და სიძულვილის შემცველი საუბრის პრევენცია;
  • დემოკრატია, მათ შორის, საარჩევნო პროცესი და პროცედურები, ძალთა გადანაწილების მხარდაჭერა, დემოკრატიული მონაწილეობა და უმცირესობების უფლებების დაცვა;

 

ადამიანის უფლებების ფონდი

ადამიანის უფლებების მხარდაჭერა არის ნიდერლანდების სამეფოს გლობალური, საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის პრიორიტეტი. ჰოლანდიის ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ფოკუსირებულია ექვს ძირითად მიმართულებაზე, ესენია:

  • გამოხატვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, ინტერნეტის თავისუფლება;
  • რელიგიური რწმენის თავისუფლება, მათ შორის, ათეიზმის თავისუფლება;
  • თანაბარი უფლებები LGBTQI საზოგადოებისთვის;
  • ადამიანის უფლებათადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცეების მხარდაჭერა;
  • თანაბარი უფლებები ქალებისა და გოგონებისთვის;

 

შერჩევის კრიტერიუმებია:

  • კონკურსი ღია დამოუკიდებელი, არაპარტიზანული ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საქართველოში;
  • ერთ ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის შემოტანა, რომელიც აქცენტირებული უნდა იყოს ზემოთ აღწერილ, MARTA-ს ან ადამიანის უფლებების, მიმართულებაზე;
  • პროექტის დაწყების სავარაუდო პერიოდია 01.04.2022-01.12.2022;
  • პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი: 30 000 – 280 000 ლარი;
  • პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა: 6-18 თვე.

 

კონკურსის შესახებ დამატებითი დეტალების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ პროექტების მენეჯმენტის დეპარტამენტს ელფოსტაზე - m.sulashvili@gruni.edu.ge