კონფერენცია „ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველოს პოლიტიკური რეალობა“
2015 წლის 20 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში (ფოთი) გაიმართა კონფერენცია თემაზე „ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველოს პოლიტიკური რეალობა“. კონფერენცია გახსნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. კონფერენციის ფარგლებში ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები:
პროფ. ლალი ზაქარაძე - „რუსული სული ნაციონალიზმსა და იმპერიალიზმს შორის“
პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - „მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა“ (კარლ შმიტი - ლეო შტრაუსი)
ასოც. პროფ. გიორგი თავაძე - „ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველო: რუსეთის ძალადობრივი სივრცობრივი პოლიტიკა“
კონფერენციას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ქ. ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია შესატყვის თემასთან დაკავშირებით.
კონფერენციის მასალები სამეცნიერო კრებულის სახით გამოიცა 2015 წელს („ახალი რუსული იმპერიალიზმი და კავკასია“, რედ. თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“).