იტვირთება...
2016 წლის 22 მარტი

2016 წლის 22 მარტი

 

საჯარო ლექცია საქართველოს უნივერსიტეტში

 

22 მარტს ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი თავაძემ საქართველოს უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიის რეცეფცია თანამედროვე სამეცნიერო წრეებში“. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი „კოლიბრი“.